weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სუს: საოკუპაციო რეჟიმმა 2011 წელს 140 პირი დააკავა, 2020 წელს – 64

13:44 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი უკანონო დაკავებებს ახორციელებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არ არის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა.

სუს-ის წარმომადგენლის, გიორგი საბედაშვილის განცხადებით, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია.

„2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე.

მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი, 2010 წელს უკანონოდ დააკავეს ასევე 80-მდე ადამიანი, 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული. 2019 და 2020 წლებში უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობამ 86 და 64 შეადგინა“, – განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

მისივე თქმით, წარსულში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირი გათავისუფლდა და გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობაში ამჟამად მყოფი პირებიც.

5 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ რუსი სამხედროების მიერ, 7 თვის წინ, კასპის რაიონიდან გატაცებულ 34 წლის ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]