weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„დეპუტატმა კაცური სიტყვა მოგვცა“ – ტყიბულში მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

23:34 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

ტყიბულში ნახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს და 33 საათის შემდეგ შახტიდან ამოვიდნენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთან მოსალაპარაკებლად შახტში ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ჩავიდა. ერთ-ერთი მეშახტის თქმით, დეპუტატისგან მიიღეს „კაცური სიტყვა“, რომ მათ პრობლემებს მოაგვარებს.

„დეპუტატმა სიტყვა მოგვცა – კაცური სიტყვაო. ვნახოთ. მაგის კაცობასაც შევხედავთ, ხვალ რა მოხდება. ყველა პრობლემას მოვაგვარებ, ოღონდ წამოდითო. დაგვპირდა ყველაფერს გავაკეთებო. კაცური სიტყვა მოგვცა პირდაპირ 12 მეშახტეს, რომელსაც 33 საათის მანძილზე წყალი არ მოაწოდა ადმინისტრაციამ“, – თქვა „მთავარ არხთან“ შახტიდან ამოსულმა ერთ-ერთმა მეშახტემ.

მისი თქმით, პროტესტის ამ ფორმას იმიტომ მიმართეს, რომ კომპანია „საქნახშირმა“ მეშახტეებს სხვა გზა არ დაუტოვა.

„მოგვცეს ისეთი გეგმა, რომელიც იყო შეუსრულებადი. ვითომ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ისეთ გეგმას გაძლევენ, პირდაპირ გეუბნებიან, მოიკალი თავიო. მეშახტე დღეში 35 ლარს რომ აიღებს, 300 მეტრ სიღრმეში, სადაც ვმუშაობთ...“, – აღნიშნა მეშახტემ.

ბეჟან წაქაძემ მეშახტეებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემი საარჩევნო კამპანია დავიწყე ტყიბულის შახტიდან და მე მათ შევპირდი, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში დავეხმარებოდი. ეს არის ჩემი ვალდებულება და მზად ვარ, ბოლომდე ვიტვირთო ეს პასუხისმგებლობა“, – ამბობს მაჟორიტარი.

მეშახტეები იანვრის თვეში შრომის ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებდნენ და შახტიდან, რომელიც 300 მეტრ სიღრმეშია, ამოსვლაზე უარს ამბობდნენ. კომპანია „საქნახშირი“ აცხადებს, რომ მეშახტეების დღიური ანაზღაურება 48 ლარით განისაზღვრა, რადგან მათ გეგმა მხოლოდ 77.7%-ით შეასრულეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]