weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადვოკატი დაენიშნოს პოლიციასთან შემხებლობაში მყოფ ყველა ბავშვს – PHR-ის მოთხოვნა

17:16 შაბათი, 13 თებერვალი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტი, ანა თავხელიძე ქობულეთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა ბავშვი, რომელიც პოლიციასთან შემხებლობაში აღმოჩნდება, სავალდებულო დაცვას უნდა დაექვემდებაროს.

PHR-ი გარდაცვლილი მოზარდის ინტერესების დასაცავად საქმეში ჩაერთო. ანა თავხელიძის თქმით, 14 წლის გოგონას პოლიციასთან მიმართვის შემდეგ ადვოკატი არ ჰყოლია და მას არც დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

„ლუკა სირაძის საქმის შემდეგ ჩვენ ვითხოვდით, რომ ყველა ბავშვი, ვინც კი პოლიციასთან იქნება შემხებლობაში (იქნება ეს მოწმე, დაზარალებული თუ სხვა სტატუსის მქონე) დაექვემდებაროს სავალდებულო დაცვას. ამ ბავშვს არ ჰყავდა ადვოკატი არცერთ ეტაპზე. მას ჰქონდა უფლება სახელმწიფოს ხარჯზე, უფასო ადვოკატი ჰყოლოდა. მას ეს სერვისი სათანადოდ არ განუმარტეს, არ მიაწოდეს ინფორმაცია. ასეთი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ის რა თქმა უნდა მოითხოვდა ადვოკატს და მას ექნებოდა უფრო მეტი კონტროლი სისხლის სამართლის საქმეზე. ეცოდინებოდა უფრო მეტი მიმდინარე პროცესებსა და მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებზე. მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნიდა ადვოკატი.

ვითხოვთ, რომ სავალდებულო დაცვას დაექვემდებაროს ყველა ბავშვი, რომელიც რაიმე სტატუსით მაინც იქნება სისხლის სამართლის საქმეში. ეს აგვაცილებს თავიდან ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებს. ადვოკატი სოციალურ მუშაკსაც მოსთხოვდა რეაგირებას, გამომძიებელსაც და პროკურორსაც და ასეთი გაჭიანურებული არ იქნებოდა ეს საქმე“,
– განაცხადა ანა თავხელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონამ თავი 9 თებერვალს ჩამოიხრჩო. ორი თვით ადრე მან პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ 24 წლის მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თითქმის ორი თვე გააჭიანურა და მამაკაცი მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა.

პროკურატურის მტკიცებით, 24 წლის ნ.ტ.-მ იცოდა რომ გოგონა თექვსმეტ წელს მიუღწეველი იყო, თუმცა, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამის შემდეგაც მამაკაცმა გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა, მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა.

„აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. გოგონამ თვითმკვლელობა ჩაიდინა“, – აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა წარედგინა და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ამასთან, გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ნათესავებმა, კერძოდ, ბაბუის ძმის შვილებმა სასტიკად სცემეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მას სექსუალური კავშირი ჰქონდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება გრძელდება გოგონას მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

 

ამ თემაზე:

14 წლის გოგონამ თავი გამოძიების გაჭიანურების გამო მოიკლა - ახალი დეტალები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]