weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიაში დასაქმების მიზნით უკვე 53 274 მოქალაქე დარეგისტრირდა

16:22 სამშაბათი, 16 თებერვალი 2021

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 თებერვლის 2:31 საათის მონაცემებით, დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე 53 274 პირი დარეგისტრიდა. აქედან, გერმანიაში დროებითი დასაქმების სააპლიკაციო ფორმა 35 121 პირმა შეავსო.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია გუშინ, 15 თებერვალს დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გადის.

დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს, სეზონური სამუშაოები კი 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმების ხანგრძლივობა ერთიდან სამ თვემდეა. სამუშაო დრო კვირაში 5-6 დღით და დღეში 8-10 საათით განისაზღვრება. მინიმალური ხელფასის ოდენობაა 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკური ჯანმრთელობა;
  • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. დასაქმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს Facebook გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]