weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელ დირექტორად ნინო დოლიძე დაინიშნა

11:39 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ თანამდებობაზე ნინო დოლიძე აირჩია. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

ISFED-ის ინფორმაციით, ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება და განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში, ნინო დოლიძე მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად, ასევე მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით. პარალელურად ის გახლავთ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი საარჩევნო და გენდერული თანასწორობის საკითხებში. კითხულობს ლექციებს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

ნინო კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო სამართლიანი არჩევნების თანამშრომელი. სხვადასხვა პოზიციებზე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 15-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო (OSCE/ODIHR, IRI, NDI, ENEMO) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს ISFED-ი.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში ხარვეზი აღმოჩნდა. ამის გამო ელენე ნიჟარაძემ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

ISFED-ის წესდების თანახმად, აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს გამგეობა 1 წლის ვადით. გამგეობა უფლებამოსილია აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშნოს ერთი და იგივე პირი ზედიზედ 4 ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]