weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ელენე ნიჟარაძე ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის

21:30 ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2020

ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ სართანიამ დაადასტურა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ელენე აღარ არის დირექტორი. ხვალ არის ბრიფინგი და დანარჩენზე უკვე ბრიფინგზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა თამარ სართანიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში.

ტელეკომპანიის ცნობით, ელენე ნიჟარაძე გამგეობამ თანამდებობიდან გადააყენა. ამ საკითხზე პასუხის გაცემას თამარ სართანიამ თავი აარიდა და განმარტა, რომ დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.

11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 45.8% ჰქონდა მიღებული, 11 დეკემბრისთვის დაზუსტებული ინფორმაციით კი, მიღებული აქვს – 47.6%. ISFED-ის მონაცემების ცდომილების ხარისხი 0.7%-ია: „ქართული ოცნების“ მინიმალური შედეგი 46.9%-ია, ხოლო მაქსიმალური - 48.3%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% მიიღო.

წინასწარი დათვლის შედეგებში შეცდომასთან დაკავშირებით პირველად განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს. ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ 13 დეკემბერს, „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ ორგანიზაციამ შიდა აუდიტი ნოემბრის მეორე კვირაში დაიწყო, გამოვლენილი ხარვეზის შესახებ კი ნოემბრის ბოლოს აცნობა დონორ ორგანიზაციას - USAID-ს. იმავე ეთერში ნიჟარაძემ განაცხადა, რომ აღმოჩენილი ხარვეზის გამო მისი, როგორც დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავდა.

ელენე ნიჟარაძე ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორად მიმდინარე წლის ივნისში აირჩიეს. მან მიხეილ ბენიძე ჩაანაცვლა, რომელიც „სამართლიან არჩევნებს“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]