გიორგი წერეთელი 2018 წლის აპრილიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: 2018 წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იყო სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, 2017-2018 წლებში კი - შპს „რივერსაიდ ინვესტში“ პროექტების მართვის მენეჯერი. 2017 წელს გიორგი წერეთელი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში იკავებდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას. 2016-2017 წლებში იყო კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2015 წელს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იკავებდა სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციას, ამავე სამსახურში, 2013-2015 წლებში, იყო სადაზღვევო ნორმატივებისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი უფროსი სპეციალისტი.
რაც შეეხება კერძო სექტორში მუშაობას, 2011-2013 წლებში გიორგი წერეთელი შპს „რენოკოლ გეოიმპექსში“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, 2009-2013 წლებში შპს „ნდნ“-ის დირექტორი იყო, 2008-2010 წლებში შპს „მეტალინვესტში“ მთავარი მენეჯერი, ხოლო 2005-2008 წლებში, შპს „ჯი-ეს-ეი“-ში დირექტორის მოადგილე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას პირველი მარტიდან სალომე წურწუმია დაიკავეს. ამ დრომდე, ის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.