weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რომელი შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან

19:28 კვირა, 28 თებერვალი 2021

ხვალიდან, პირველი მარტიდან „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგი ეტაპი იწყება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო (ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
  • ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა);
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღადგენენ 15 მარტიდან;
  • საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
  • პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლას შეძლებენ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებიც: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

28 თებერვალს, 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 27 885 ტესტის შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 129 შემთხვევა თბილისში ფიქსირდებოდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი, ხოლო 11 – გარდაიცვალა.

27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89%-ია, ბოლო 14 დღეში – 1.96%, ხოლო ბოლო 7 დღეში – 1.55%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]