weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

12:03 შაბათი, 19 აგვისტო 2017

ბათუმში გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მას სხეულის 90%-იანი დამწვრობა ჰქონდა. ექიმების განცხადებით, დამწვრობა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო, რის გამოპაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაშავებული მამაკაცი ბათუმიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. 

16 აგვისტოს, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ობიექტზე დასაქმებული კიდევ ერთ ადამიანი დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თბილისში მკურნალობს.

თხევადი აირის აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი, ორი კი ნაწილობრივ დაიწვა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მათ ბათუმის მერიას გაზგასამართი სადგურის გადატანის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს.

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გაზგასამართი სადგური დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2401 მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]