weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს, გენადი ბესტაევს 3 წელი მიუსაჯეს

17:42 სამშაბათი, 02 მარტი 2021

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ, 53 წლის გენადი ბესტაევს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

„უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას. საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გენადი ბესტაევი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ რამდენჯერმე დააკავეს. 2019 წლის ნოემბერში დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის კოდექსის ორი მუხლით – საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა – აღძრეს.  

 

ამ თემაზე:

ზაზა გახელაძეს ცხინვალში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]