weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასულებს სოციალური დახმარება არ მოეხსნებათ

17:12 ოთხშაბათი, 03 მარტი 2021

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა სტატუსის შეჩერების ან ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.

გერმანიაში დროებით, ლეგალურად დასაქმების პროგრამაში რეგისტრაცია 15 თებერვლიდან მიმდინარეობს და სპეციალურ პორტალზე უკვე 100 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა.

პროგრამა სეზონურ სამუშაოებზე მაქსიმუმ სამი თვით დასაქმებას გულისხობს და სხვადასხვა მოსავლის აღებას ითვალიწინებს. სამუშაო დრო კვირაში 5-6 დღით და დღეში 8-10 საათით განისაზღვრება. მინიმალური ხელფასის ოდენობაა 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე – https://workabroad.moh.gov.ge/ გადის. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას დამსაქმებელი განსაზღვრავს.

შერჩეულ კანდიდატს მოუწევს შემდეგი ხარჯების დაფარვა: გამგზავრებამდე – პასპორტის აღების ღირებულება (ბიომეტრული პასპორტის არქონის შემთხვევაში); მგზავრობის/თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება; ჯანმრთელობის ცნობა; ტესტირება „კოვიდ-19-ზე“. გერმანიაში ცხოვრების ხარჯები თვეში – საცხოვრებელი (200-300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ; კვების (დაახლოებით 300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ.

გერმანიაში სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს, რომ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის რაოდენობა დადგენილი არ არის და ის დამოკიდებულია მოწოდებულ სამუშაო შეთავაზებებზე.

 

ამ თემაზე:

გერმანიაში 3 თვით ლეგალურად დასაქმებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]