weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრების შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება

08:16 პარასკევი, 05 მარტი 2021

ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, 12 საათზე ცაგერის კულტურის სახლში, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება.

გუშინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით რეგიონში ჩასვლა, მოსახლეობასთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

„კითხვები ბუნებრივია არსებობს და ამ კითხვებს უნდა გაეცეს დასაბუთებული, პროფესიონალური, კვალიფიციური პასუხი. ვფიქრობ, რომ აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტშიც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, ნამახვანჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მზად არიან მის სარგებელზე მოსახლეობას ესაუბრონ. გარემოს დაცვის მინისტრმაც აღნიშნა, რომ მთავრობას ხელში აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ნამახვანჰესის პროექტი წარმატებით განხორციელდება.

28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. აქციის შემდეგ შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

 

ამ თემაზე:

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ცაგერში შეხვედრა იმართება [Live]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]