weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ მუქარასა და მანქანის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო

15:01 შაბათი, 06 მარტი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის კორესპონდენტის, ემა გოგოხიას მიმართ მუქარისა და მისი ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.

ემა გოგოხიას, გვიან ღამით მესტიაში ავტომანქანა დაუზიანეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ჟურნალისტი გუშინ მესტიაში პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის, მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანისა და მათთან დაკავშირებული პირების მიერ სახელმწიფო გრანტებით სარგებლობის შესახებ სიუჟეტს ამზადებდა. ღამე მან მესტიაში, ანა ჩართოლანის საოჯახო სასტუმროში გაათენა. ავტომობილი ქუჩაში, სახლის გვერდით იყო გაჩერებული. დილით მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დახვდათ.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, მანქანის დაზიანებას წინ უძღოდა მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი ემა გოგოხიასთან. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ჟორჟოლიანმა ჟურნალისტს ფული შესთავაზა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. „მთავარი არხის“ დირექტორი მესტიის მერის „უმკაცრესად დასჯას“ ითხოვს.

„რეგინფო“ მესტიის მერთან დაკავშირებას რამდენიმე საათია ცდილობს, თუმცა მას საკონტაქტო ტელეფონი გამორთული აქვს. დღეს მესტიასა და ლენტეხში „მაგთიკომის“ ქსელი გათიშულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]