weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

21:37 ორშაბათი, 08 მარტი 2021
ბერდია კალანდიას ფოტო ბერდია კალანდიას ფოტო

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი ეპარქიის მმართველის რეზიდენციის მეორე სართულიდან გადავარდა, პოლიციამ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ჭონდიდის ეპარქიაში დღეს დახურული სხდომა გაიმართა, სადაც მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირებს შეხვდა. პარალელურად, რეზიდენციის ეზოში შეიკრიბნენ მრევლს წევრები და სასულიერო პირები, რომლებიც აპროტესტებენ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას, ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერების შესახებ.

განვითარებულ მოვლენებს აშუქებდნენ ჟურნალისტები. მათ, ისევე როგორც მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილი ადამიანებს, დახურულ შეხვედრაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დაპირისპირების დროს, რეზიდენციის მეორე სართულის ხის მოაჯირი მოწყდა და იქ მყოფი ადამიანები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადაცვივდნენ. დაშავებულების შორის ექვსი ჟურნალისტია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ბალკონზე ვიდექით. ხმაურის ხმა გავიგეთ შიგნით, კართან მივედი, კარი გასკდა და მერე ყველა ერთად გადმოვცვივდით. გადავრჩი, მარჯვენა მხარს ვერ ვგრძნობ და არ ვიცი, რა მჭირს“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ოპერატორმა დავით კონჯარიამ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მომხდარზე პასუხისმგებლობას მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილს აკისრებს. მისი თქმით, ვითარების დაძაბვას ხელი ჟურნალისტებმა შეუწყვეს.

„ჩვენ ვგალობდით. ჟურნალისტებმა გაამწვავეს ეს ვითარება და შემოიჭრნენ შიგნით. ის კარები შემოანგრიეს სასულიერო პირებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც მათ ჰყავდათ მოყვანილი. ვინც დარბაზიდან გამორბოდა, მათ გამოანგრიეს. რეალურად, ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა. მიტროპოლიტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ დიაკვნებმა წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

„მოვუწოდებ ჭყონდიდის ეპარქიის ცხოვრებაში შფოთის შემომტან სასულიერო პირებსა და ბერ-მონაზვნებს, აგრეთვე, მათ უგუნურ ქმედებებს აყოლილ საერო პირებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, არამედ, ხელი შეუწყონ ჭყონდიდის ეპარქიის სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და ღვთისადმი კეთილმსახურების გაძლიერებას“, – ნათქვამია მიტროპოლიტის ბრძანებაში.

მიტროპოლიტი სტეფანე, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას ხელმძღვანელობდა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, თებერვალში ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დანიშნეს და ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეპარქიაც დაუქვემდებარეს.

ადგილობრივი მრევლის ნაწილი ითხოვს მეუფე ტეფანემ ეპარქია დატოვოს და საპატრიარქომ მმართველად კვლავ პეტრე ცაავა დააბრუნოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]