ნინო გიორგობიანი 2019 წლის სექტემბერიდან, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური მეორედ დაინიშნა, დღემდე, შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო, ხოლო მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, ნინო გიორგობიანმა 2020 წლის განმავლობაში, შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს, ხელფასის სახით 74 659,76 ლარი აიღო. 2019 წელს მისმა ხელფასმა 69 949,81 ლარი შეადგინა, საიდანაც 49 679,78 ლარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის (01.01.2019 - 15.09.2019) ანაზღაურებაა, ხოლო 20 270,03 ლარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმების შემდეგ (16.09.2019 - 31.12.2019) მიიღო.
2014 წლიდან ნინო გიორგობიანი შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2012-2013 წლებში კი ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსი. 2007-2012 წლებში ის ავიაკომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობამდე, ნინო გიორგობიანი სხვადასხვა ტელეკომპანიაში ტელეწამყვანად და ჟურნალისტად მუშაობდა.
ამ თემაზე: