weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ვყვიროდი, ბავშვს მომიკლავს მეთქი, არავინ მომეშველა – გურჯაანში გარდაცვლილის დედა

15:53 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021

„აიყვანა და აჯანჯღარებდა რა ძალაც ჰქონდა. განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს მეთქი, არავინ მომეშველა. დილით რომ გამოვედი, ყველამ მე გადამიარა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი“, – აცხადებს გურჯაანში ოჯახში ძალადობის დროს გარდაცვლილი 11 თვის ბავშვის დედა.

ქალის თქმით, მეუღლე მასზე მანამდეც ძალადობდა და ღუმელი სხვა დროსაც უსვრია.

„გავარვარებული „ფეჩი“ იყო, დაავლო ხელი და მესროლა. ბავშვი საწოლზე იწვა. მილიციამ 2000 ლარიანი ჯარიმა დაუწერა. აკვიატებული ჰქონდა, სულ ერთია, ეს ბავშვი უნდა მოვკლა ან „ფეჩს“ შევუკეთებ ან მოვკლავო“, – განაცხადა ქალმა ჟურნალისტებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობის დროს ქალს ხელში შვილი ჰყავდა, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვან ბავშვს სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის იანვარში რეგისტრირებულია ოჯახში ძალადობის 542 შემთხვევა, გახსნილია მხოლოდ 302. გასულ წელს ოჯახში ძალადობის 5204 შემთხვევა დარეგისტრირდა, საიდანაც პოლიციამ 3434 დანაშაული გახსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]