weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრალდებულმა ცოლს, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა, ანთებული ღუმელი ესროლა – პროკურატურა

13:36 ხუთშაბათი, 11 მარტი 2021

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 9 მარტს, გურჯაანში, ოჯახური კონფლიქტის დროს ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ბრალდებულ ზურაბ შავლიაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების საწყის ეტაპზე დადგინდა, რომ 9 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ძალადობის დროს ზ.შ.-მ მეუღლის მიმართულებით, რომელსაც 11 თვის შვილი ხელში ეჭირა, ლითონის ანთებული ღუმელი ისროლა და მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული ჰქონდა ასეთ ვითარებაში მცირეწლოვანის მიმართ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნა უმწეო მდგომარეობაში მყოფ მცირეწლოვანს.

დანაშაულის ჩადენის დროს ზ.შ.-მ სცადა მეუღლისთვის ძალადობრივად ბავშვის წართმევა. განხორციელებულმა ძალადობამ და შედეგისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ 11 თვის ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია“, – აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულ მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი: 11 პრიმა 19,117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ), 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა).

პროკურატურა აცხადებს, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდგომ, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის შედეგად, მოხდება დამატებითი მსჯელობა ბავშვის გარდაცვალების ნაწილში ბრალდებულის ქმედების საბოლოო კვალიფიკაციის საკითხზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]