weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანში ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

12:24 ხუთშაბათი, 11 მარტი 2021

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის დროს 11 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მამაკაცს ბრალად ოჯახში ძალადობა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ედება. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

გურჯაანში 8 თვის ბავშვი 9 მარტს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობის დროს ქალს ხელში 8 თვის ბავშვი ჰყავდა, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მცირეწლოვნის სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდა, რომლის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

ვყვიროდი, ბავშვს მომიკლავს მეთქი, არავინ მომეშველა – გურჯაანში გარდაცვლილის დედა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]