weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვინ არის მოსამართლე, რომელმაც „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღებაზე ნებართვა გასცა

14:33 ხუთშაბათი, 11 მარტი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ტელეკომპანია „პირველიდან“ მასალების ამოღების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკამყოფილა, ლაშა კლდიაშვილია. მას მოსამართლედ მუშაობის სამთვიანი გამოცდილება აქვს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი წერს, რომ ლაშა კლდიაშვილი ერთ-ერთია იმ 36 მოსამართლეს შორის, რომელიც თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 18 ნოემბერს განამწესა.

„მაშინ არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ იუსტიციის საბჭოს ამ რეჟიმში მიეღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. სულ რაღაც 3 თვეა, რაც ლაშა კლდიაშვილი მოსამართლეა - 2020 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგა სამოსამართლო საქმიანობას, იქამდე მოსამართლე არასოდეს ყოფილა. მას აქვს გამომძიებლად და პროკურორად მუშაობის გამოცდილება. მოსამართლედ დანიშვნამდე იყო შსს-ს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე“, – დაწერა ნაზი ჯანეზაშვილიმა Facebook-ზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ლაშა კლდიაშვილი 2020 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეა. 2017-2020 წლებში ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2016-2017 წლებში – შსს-ს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. კლდიაშვილს 2016 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ეკავა თბილისის პროკურატურის პროკურორის თანამდებობა, 2010-2016 წლებში იყო  ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი, 2007-2010 წლებში – შუახევის რაიონული პროკურატურის პროკურორი, 2005-2007 წლებში – ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი, 2001-2004 წლებში – გამომძიებელი თეთრიწყაროს რაიონის პროკურატურაში, 2004-2005 წლებში კი გამომძიებელი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურაში.

რაც შეეხება განათლებას, ლაშა კლდიაშვილმა 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2015-2017 წლებში გაიარა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი, 2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]