weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – კოალიცია

15:52 ხუთშაბათი, 11 მარტი 2021

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან ტელეკომპანია „პირველიდან“ მასალების ამოღების თაობაზე პროკურატურის გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, მედია პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ იქცეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჟურნალისტებზე ზემოქმედების ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება როგორც ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების მცდელობა.

საქმე შეეხება „TV პირველის“ მიერ 2021 წლის 06 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ 9 მარტს საქართველოს პროკურატურამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული გამოძიება არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ, ვფიქრობთ, რომ გამოძიების ამ კუთხით წარმართვა აჩენს საფრთხეს, რომ მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ.

ჩვენ კვლავაც ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ“, – აცხადებს კოალიცია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანია „პირველიდან“ მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ.

ნოდარ მელაძის განცხადებით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ მათი მიზანი არის არა „ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა“, არამედ კონფიდეციალურ წყაროზე გასვლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]