weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კიდევ ერთხელ მოგვაყენეს შეურაცხყოფა – მაკა სულაძე, რიონის ხეობის მცველი

16:40 პარასკევი, 12 მარტი 2021

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვაყენეს შეურაცხყოფა. ბევრს ეჭვები გაუჩნდა, თითქოს, რადგან დავთანხმდით დიალოგზე, ხელისუფლებასთან გარიგებაზე წავედით, მაგრამ ეს ასე არ არის. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვჩვევია სიტყვის გატეხვა და ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო პრეცედენტია, მერამდენედ მოატყუეს მოსახლეობა და რამდენჯერ გატეხეს მიცემული სიტყვა“, განაცხადა ქუთაისში ნამახვანჰესთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის შემდეგ რიონის ხეობის მცველმა მაკა სულაძემ.  

„თუ ნათია თურნავას ჟურნალისტებთან ინტერვიუს ჩაწერა უნდოდა, რატომ შეიწუხა თავი და რატომ გამოიარა ამდენი კილომეტრი თბილისიდან ქუთაისში ჩამოსასვლელად? თუ იმით იმშვიდებს თავს, რომ აქ რაღაც ტექსტი დაგვიტოვა საწუწნი კანფეტივით, ჩვენ ამ კანფეტებს არ ვწუწნით. როგორ გაბედეთ და ერთპიროვნულად მიიღეთ გადაწყვეტილება, გაასხვისეთ ქართული მიწა ისე, რომ ხეობის მოსახლეობას და ერს არაფერი ჰკითხეთ, გვჭირდებოდა თუ არა ჩვენ ნამახვანჰესი მიწის გასხვისების სანაცვლოდ“, – აღნიშნა მაკა სულაძემ.

ნამახვანჰესთან დაკავშირებით რიონის ხეობის მცველებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრა დაწყებიდან 9 წუთში დატოვეს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა, რომლებიც ქუთაისში თბილისიდან ჩავიდნენ.

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ თქვა, რომ შეხვედრას ცოტა ხნით ტოვებდნენ, რათა ჟურნალისტებთან კომენტარი გაეკეთებინათ, თუმცა თურნავა დარბაზში აღარ დაბრუნებულა. ჟურნალისტებთან კომენტარის შემდეგ ლევან დავითაშვილი შეხვედრის მონაწილეებს გამოემშვიდობა. მინისტრებმა მაგიდასთან სამინისტროების წარმომადგენლები დატოვეს.

შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის სხვა მოწინააღმდეგეებმაც დატოვეს იმ მიზეზით, რომ ისინი ასეთ ფორმატზე არ ყოფილან შეთანხმებული.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მცხოვრებლები და აქტივისტები 139-ე დღეა მორიგეობენ იმისათვის, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები არ გააგრძელოს. 28 თებერვალს, ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს მოსახლეობასთან შეხვედრები და კითხვებზე პასუხის გაცემა დაავალა. ეკონომიკის მინისტრი დაჟინებით აცხადებს, რომ ნამახვანჰესი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია და განვითარება არ შეფერხდება.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 14 მარტს ქუთაისში საპროტესტო აქციას გამართავს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]