weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

მაშველები გომისმთაზე იმ ადგილამდე მივიდნენ, სადაც ახალგაზრდები ჩარჩნენ

17:30 პარასკევი, 12 მარტი 2021
ლევან მოსაშვილის ფოტო ლევან მოსაშვილის ფოტო

„ახალგაზრდები გომისმთიდან რომ ბრუნდებოდნენ, როგორც ჩანს, მოკლე გზით წამოსვლა არჩიეს და ხევში არიან ჩასულები. მაშველები უკვე მივიდნენ იმ ადგილამდე, საიდანაც ბილიკი ხევში ჩადის. ხმაც გააგონეს, მაგრამ ვერ უახლოვდებიან, რადგან თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. ჩვენ საავტომობილო გზა გავწმინდეთ და ტრაქტორი ხრამში ვერ ჩადის. ვიცით, რომ ოთხი ახალგაზრდიდან სამი ცოცხალია და დახმარება სჭირდებათ“, - უთხრა „რეგინფოს“ ოზურგეთი-შემოქმედი-გომისმთის საავტომობილო გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის „გზამშენი 18“-ის ხელმძღვანელმა თემურ ჯახვამ.

ამ თემაზე: გომისმთაზე მაშველებმა სამი ადამიანი ცოცხალი იპოვეს, ერთი გარდაცვლილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება, რომ მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომისმთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული.

„სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის“, - აცხადებს სამინისტრო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავს და საგანგებო შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციის, საბჭოთა წარმოების შვეულმფრენებს (მი-8) იყენებენ, რომელიც მხოლოდ დღისით და უნალექო ამინდში დაფრინავს.

სამინისტრო ადასტურებს, რომ მაშველები მივიდნენ იმ ადგილამდე, საიდანაც სატელეფონო ზარი განხორციელდა. ნანახია ჩანთა და თხილამურები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა რატი მუჯირმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ მაშველებმა ახალგაზრდებს ჯერ ვერ მიაკვლიეს და ძებნას აგრძელებენ. 

საზოგადოებრიცი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში დილით შევიდა ინფორმაცია, რომ გომისმთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

ახალგაზრდები გომისმთაზე გუშინ წავიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ოზურგეთის სოფლების ბოხვაურისა და დვაბზუს მცხოვრებლები არიან. ამ სოფლებიდან გომისმთამდე დაახლოებით 30 კილომეტრია. ახალგაზრდები ვახტანგის საცივთან არიან ჩარჩენილები.

გზების დეპარტამენტს ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის ბჟუჟჰესი-გომისმთას მონაკვეთი 18 ნოემბრიდან ოფიციალურად დაკეტილი აქვს. ზამთარში ამ გზაზე მოძრაობა აკრძალულია.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი. მთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]