weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიახლოებითი შეფასებით, მოწვეტილია ნახევარი მილიონი კუბი მასალა – თეა გოდოლაძე

12:52 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

„ჩვენ გვახსოვს 2015 წლის თბილისის მოვლენები. აბსოლუტურად იდენტური პროცესია“, – განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ თბილისში, ნუცუბიძის პლატოსა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე მთის ფერდობზე განვითარებულ მეწყერულ პროცესებთან დაკავშირებით.

„მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. ფაქტობრივად, მეწყერი დინამიკაშია მოსული და მისი გაჩერება შეუძლებელია. გავსინჯეთ მოწყვეტილი მეწყერის ტანის სიღრმე, რაც ვიზულურად ჩანს, და დაახლოებით 10 მეტრია. ეს არ ნიშნავს, რომ სრული წარმოდგენა გვაქვს პროცესის მასშტაბზე.  

მიახლოებითი შეფასებით, მოწვეტილია, ანუ დინამიკაში მოსულია ნახევარი მილიონი კუბი მასალა, რომელიც დღეს თუ ხვალ აუცილებლად ჩამოვა და მას საინჟინრო გადაწყვეტილება სჭირდება“, – ამბობს გოდოლაძე ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მწყერის განვითარებას ხელი შეუწყო გარემოში უხეშმა ჩარევამ და სათანადო დასკვნების გარეშე წარმოებულმა სამშენებლო სამუშაოებმა. როგორც მეცნიერი ამბობს, მეწყერის დაჩქარება შეუძლია გზის სამშენებლო სამუშაობს, რომელიც ახლაც გრძელდება, ასევე ძლიერ წვიმას.

„ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ ეს ასე მოხდებოდა, რადგან გარემოში უხეში ჩარევაა. გარემო გამოყვენილია წონასწორობიდან, რაც, ბუნებრივია, მეწყრული პროცესების პროვოცირებას უწყობს ხელს.

თბილსის მერიამ ეტყობა კარგად იცოდა, აქ რა ხდება. როგორც ჩანს, აქ იყვნენ და ამ პროცესის შესახებ იცოდნენ, რადგან დაახლოებით ორი კვირის ჩარჭობილია პალოები. თუ ორ კვირაში ასეთი სიჩქარით მოძრაობს მეწყერი, დასამშვიდებელი არაფერია.

ამ პროცესის დამალვა არის საბჭოთა მიდგომა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება, როგორ ხდება. ამის უკან დგას არასწორი სამშენებლო პოლიტიკა და სამშენებლო კომპანიების ფინანსური ინტერესი. ასე შენება, 100-ლარიანი გეოლოგიით საქმით კეთდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“, – ამბობს თეა გოდოლაძე.

მისივე ინფორმაციით, დღეს, 15:30 საათზე, სეისმური მონიტორინგის ცენტრში, მეცნიერები საერთო განცხადებას გააკეთებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]