weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანაფილაქსიის გამო არცერთ ქვეყანას ვაქცინაცია არ შეუწყვეტია - მინისტრის მოადგილე

18:26 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021
ფოტოზე - თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ფოტოზე - თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

„ასტრაზენეკას“ ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია უკვე დაფიქსირებულია 5 მილიონიდან 41 შემთხვევაში, მაგრამ ამის გამო არცერთ ქვეყანას ვაქცინაცია არ შეუწყვეტია. ჩვენთან ჯერ ადრეა საუბარი, რასთან გვაქვს საქმე, ანაფილაქსიასთან თუ რამე სხვასთან, მაგრამ ექსპერტთა დასკვნას დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას“, - განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, სამინისტრომ 16 საათისთვის შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალციხის სამედიცინო კლინიკაში, ერთ-ერთ ექთანს აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან.

„რეგულირების სააგენტომ დაუყოვნებლივ დაიწყო შესწავლა, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის, როგორც ეს ხდება გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეს, საღამოს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა  ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების  მართვის კომიტეტი, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების ან შეჩერების შესახებ.

„ამ შემთხვევაში მძიმე გვერდით რეაქციასთან გვაქვს საქმე, რადგან მან გამოიწვია ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაციული მკურნალობის აუცილებლობა.

ვიდრე არ მოხდება შემთხვევის შესწავლა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამოვლენა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, გარკვეული პერიოდით ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ინტუბირებულია (ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული) და კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. ექთანი მას შემდეგ ჩავარდა კომაში, რაც Covid 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. ექთნის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საავადმყოფოში არ უშვებდნენ და არც ინფორმაციას აძლევდნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის გამოც მათ სამედიცინო ცენტრის შესასვლელის შუშები დაამსხვრიეს. კლინიკაში პოლიციაა მობილიზებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]