weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება - სამინისტრო

21:14 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეუფერხებლად გაგრძელდება. როგორც მინისტრმა თქვა, ევროპის წამლების სააგენტომ დღეს დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, „ასტრაზენეკა“ უსაფრთხო ვაქცინაა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა.

ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის აღიარებულია უსაფრთხო ვაქცინად. აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერდეს მისი მოხმარება.

აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს, ახალციხეში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის მძიმე მდგომარეობით კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. დღესვე, საღამოს ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს, გაგრძელდებოდა თუ შეჩერდებოდა „ასტრაზენეკას“ გამოყენება.

ბოლო კვირის განმავლობაში, ევროპის 18-მა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა და ნიდერლადებმა, „ასტრაზენეკას“ გამოყენება დროებით შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე ქვეყანში ვაქცინაციის შემდეგ სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის თრომბის განვითარება დაფიქსირდა. როგორც სახელმწიფოების მეთაურებმა განაცხადეს, ვაქცინაციას მას შემდეგ გააგრძელებდნენ, რაც ექსპერტები ინციდენტებს გაანალიზებდნენ და დასკვნას დადებდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებდა, ვაქცინაცია არ შეეჩერებინათ, რადგან ვაქცინასა და თრომბის განვითარების რისკის გაზრდას შორის კავშირი არ არსებობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]