weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა კვლავ მძიმეა

10:46 პარასკევი, 19 მარტი 2021
ფოტოზე - მეგი ბაქრაძე ფოტოზე - მეგი ბაქრაძე

ახალციხიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დღეს, დილით დასტაბილურდა, თუმცა ისევ მძიმეა.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტი გუშინ საღამოს ჩამოყვანილ იქნა ახალციხის ერთ-ერთი კლინიკიდან. სავარაუდოდ, იქ მოხდა ძლიერი ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი. იმ რეანიმაციული სამსახურის დამსახურებაა, რომ პაციენტი აქამდე ჩამოვიდა. შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ჩატარდა ყველა კვლევა, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ, 24 საათში რა იქნება.

გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე, ამ დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა. ეს გულისხმობს იმას, რომ აპარატთან არის სინქრონში - სუნთქავენ ერთად, სამი მედიკამენტის დახმარებით წნევის დარეგულირება ხერხდება, მაქსიმალურ დოზებზეა, ამ დილისთვის წამოვიდა ტემპერატურა. მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე. პაციენტი ცოცხალია. 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება. ინექციიდან გადის 24 საათი. ვნახოთ, რა იქნება“, – აღნიშნა ლალი ტურტელაძემ.

27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახალციხის კლინიკა „იმედში“ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრიდან 30 წუთში გაუარესდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ექთანს დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ანაფილაქსიური რეაქციების დროს პროტოკოლით არის გაწერილი, თუმცა რეაქცია არ მოიხსნა და საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში გადაყვანა. რამდენიმე საათში პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

საქართველოში ვაქცინაცია შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინით მიმდინარეობს. 43 200 დოზა ვაქცინა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ახალციხეში მომხდარი შემთხვევა „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეწყვეტის საფუძველი არ არის და ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

„ეს არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას, კონკრეტულად „ასტრაზენეკას“. ეს არის ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში. ჩვენ შევისწავლეთ სტატისტიკა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და წლის მანძილზე გვაქვს 60-დან და 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ არ ხდება საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი. ასევე, გვაქვს სტატისტიკური მონაცემები „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, როდესაც 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება და აქედან არცერთი არ ყოფილა ლეტალური. აქედან გამომდინარე, ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პროცესი შეჩერდეს ან გარკვეული რისკები შეექმნას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]