weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია – ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე

11:42 პარასკევი, 19 მარტი 2021

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან გადაყვანილი 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გული გაუჩერდეს.

„პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა, ანაფილაქსიური შოკის არსებობით.

გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია.

ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დილით განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა კვლავ მძიმე იყო.

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანს, 27 წლის მეგი ბაქრაძეს ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ განუვითარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ექთანს დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ანაფილაქსიური რეაქციების დროს პროტოკოლით არის გაწერილი, თუმცა რეაქცია არ მოიხსნა და საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში გადაყვანა. რამდენიმე საათში პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

გუშინვე ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

„ეს არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას, კონკრეტულად „ასტრაზენეკას“. ეს არის ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში. ჩვენ შევისწავლეთ სტატისტიკა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და წლის მანძილზე გვაქვს 60-დან და 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ არ ხდება საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი. ასევე, გვაქვს სტატისტიკური მონაცემები „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, როდესაც 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება და აქედან არცერთი არ ყოფილა ლეტალური. აქედან გამომდინარე, ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პროცესი შეჩერდეს ან გარკვეული რისკები შეექმნას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპის წამლების სააგენტოს გუშინდელი დასკვნის თანახმად, „ასტრაზენეკა“ უსაფრთხო ვაქცინაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]