weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი მთავრობას ნოვრუზის დღესასწაულზე კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებს

11:11 შაბათი, 20 მარტი 2021

საქართველოს სახალხო დამცველი, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ერთად, მიმართავს მთავრობას ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს დროებით მოხსნას ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამავე თხოვნით, მთავრობას 18 მარტს ოფიციალური წერილით აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმაც მიმართეს.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს კი უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე.

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზ-ბაირამი სათავეს ძველ სამყაროში იღებს და გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა. საქართველოში ნოვრუზის აღნიშვნა მრავალ საუკუნეს ითვლის (იგი ვეფხისტყაოსანშიც არის ნახსენები), ხოლო 2010 წლიდან ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

ნოვრუზი მაშტაბურად აღინიშნება ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, თუმცა, კოვიდ-19 პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს დღესასწაული სრულფასოვნად ვერ ჩატარდა და მის აღნიშვნას საფრთხე 2021 წელსაც ექმნება.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეთანხმება დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული და აღაირებს, მის მიზანს – ადამიანების ვირუსის გავრცელებისგან დაცვას, მაგრამ ამავე დროს, მხედველობაშია მისაღები, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ნოვრუზის დღესასწაულის ტრადიციული ფორმით აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებს სახალხო დამცველი და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში უკვე გვაქვს საყოველთაო დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით შეზღუდვების დროებით მოხსნის პრაქტიკა, რასაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება არ მოჰყოლია.

„ასევე, დაგეგმილია გარკვეული შეღავათები 28 მარტის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის თხოვნას, რათა ეთნიკური უმცირესობებს გაუმტკიცდეთ განცდა, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას, მათი ეროვნული და რელიგიური თავისუფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნoვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. ამავე წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]