weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაჭავარიანის ქუჩაზე, ფერდობზე ახალი ბზარები გაჩნდა – სეისმოლოგი

17:01 შაბათი, 20 მარტი 2021

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ მიმავალ გზაზე, მაჭავარიანის ქუჩასთან არსებულ ფერდობაზე ახალი ბზარებია გაჩენილი.

„მაჭავარიანის ქუჩაზე, „მადაგონის“ წინა მხარეს, ფერდზე ვართ ასული. დაგვიკავშირდნენ, რომ აქ გარკვეული დანაპრალებაა დაწყებული. ბზარები ჯერ ხავსმოკიდებული არ არის.

ფაქტობრივად, ამ ტერიტორიაზეც უკვე შეინიშნება დაბზარვა. ეს ახალი ბზარებია. ქვემოთ ვნახეთ, როგორ ცდილობენ წამოსული გრუნტი გააჩერონ ბეტონის კედლით, რაც აბსოლუტურად არარეალური და არარელევანტურია“, – აცხადებს გოდოლაძე ფეისბუქ ლაივში.

თეა გოდოლაძის თქმით, აუცილებელია, რომ პროცესის მონიტორინგი დაიწყოს.

17 მარტს ცნობილი გახდა ვაშლიჯვრის დასახლებისკენ მიმავალ გზაზე, ფერდობზე მეწყერული პროცესების განვითარების შესახებ. გავრცელდა ფოტოებიც, რომელზეც დიდი ზომის ნაპრალები ჩანს. მეწყერსაშიშ ადგილთან ახლოს TBC ბანკის ახალი სათაო ოფისი და საავტომობილო გზა შენდება.

თბილისის მერიის განცხადებით, მეწყრული პროცესები მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო გააქტიურდა.

როგორც თეა გოდოლაძემ განაცხადა, გარემოში უხეში ჩარევა, მეწყრული პროცესების პროვოცირებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, დინამიკაში მოსულია ნახევარი მილიონი კუბი მასალა, რომელიც დღეს თუ ხვალ აუცილებლად ჩამოვა.

 

ამ თემაზე:

ახალ ნაპრალებზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება – თბილისის მერის მოადგილე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]