„მე ავიცრები სავარაუდოდ „ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, საზოგადოებაც დადებითად განეწყოს ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ვაქცინაციის დაბალ ტემპთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც იყო და ამას მწვავედ არ აფასებს.
„ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ ვმსჯელობთ. გვაქვს არაერთი ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ვაკვირდებოდით ვაქცინაციის დაწყების პერიოდში საკმაოდ დაბალ აქტივობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მწვავედ არ ვაფასებთ. მივყვებით ჩვენს გეგმას, რომელიც დასახული იყო და ეტაპობრივად პროცესი მეტად უფრო აქტიური გახდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოში ჯერ მხოლოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა შემოტანილი, რომლითაც სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმებოდა, თუმცა დღეს ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყევტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან.