weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობა მედიკოსებმა უნდა აიღონ – მეუფე თეოდორე

16:07 ორშაბათი, 22 მარტი 2021

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა. სასულიერო პირმა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მასზე პასუხისმგებლობა მედიკოსებმა უნდა აიღონ.

„მთავარია, რომ ადამიანის ნება უნდა იყოს გამოხატული, ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, აიცრას თუ არა. ადამიანმა რომ გადაწყვიტოს, უნდა იყოს კარგად ინფორმირებული. მედიკოსების მოვალეობაა, რომ კარგად იყვნენ ინფორმირებული ადამიანები და ასევე პირადი ექიმები იმისთვის, რომ ურჩიონ პაციენტებს, რა დროს შეიძლება, რა დროს არ შეიძლება, ვისთვის შეიძლება, ვისთვის არა, რომელი ვაქცინა შეიძლება - შეიძლება კონკრეტული ადამიანისთვის სხვა ვაქცინა უკეთესი იყოს. ეს არის მთავარი.

ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით პროპაგანდას ვერ გავწევთ, ეს მედიკოსებმა უნდა გააკეთონ, მათი სფეროა და პასუხისმგებლობაც მათ უნდა აიღონ, როგორ მიმდინარეობს და როგორ წარიმართება ვაქცინაცია“,განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეგი ბაქრაძე, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ მუშაობდა, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციიდან დაახლოებით 24 საათში, 19 მარტს, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, აცრის შემდეგ მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვილის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ გვერდითი რეაქციის შემდეგ ექიმები დაიბნენ და ექთანს დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს. გარდაცვლილის მამის თქმით, კლინიკაში „აცრა ან ყველას უნდა გაეკეთებინა, ან არავის“. კლინიკის თანამშრომლები ოჯახის ბრალდებას უარყოფენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]