weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არეალში, საითკენაც შეიძლება მეწყერი განვითარდეს, მოსახლეობა არ ცხოვრობს – მერის მოადგილე

16:47 ორშაბათი, 22 მარტი 2021
თბილისის მერიის ფოტო თბილისის მერიის ფოტო

თბილისის მერის მოადგილე მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში იმყოფებოდა. ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სამუშაობი შეჩერდეს.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, ტერიტორია, სადაც საგზაო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო, წინასწარ იყო შესწავლილი.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. დღესაც იქნება მათთან დამატებითი შეხვედრა, წინა დღეებშიც იყო. რაც შეეხება დაცულობის საკითხს, არაერთხელ გვითქვამს, რომ უშუალოდ იმ არეალში და მის მიმდებარედ, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მიმართულებით შეიძლება ეს მეწყრული პროცესები განვითარდეს, მოსახლეობა არ ცხოვრობს“,– აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, მეწყერის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ 15 მარტს გაავრცელა, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა 16 მარტიდან აიკრძალა. ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ადგილზე გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მუშოაბენ და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

17 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშლიჯვრის დასახლებისკენ მიმავალ გზაზე, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასთან არსებულ ფერდობზე მეწყერული პროცესები იყო განვითარებული. მეწყერსაშიშ ადგილთან ახლოს TBC ბანკის ახალი სათაო ოფისი და საავტომობილო გზა შენდება.

სისმოლოგი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მეწყრული პროცესების პროვოცირებას ხელი გარემოში უხეშმა ჩარევამ შეუწყო. მისივე თქმით, დინამიკაში მოსულია ნახევარი მილიონი კუბი მასალა, რომელიც დღეს თუ ხვალ აუცილებლად ჩამოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]