weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ერთ კვირაში კორონავირუსზე ჯანდაცვის სექტორის 3843 მუშაკი აიცრა

17:23 ორშაბათი, 22 მარტი 2021

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯანდაცვის სექტორის 3843 მუშაკია აცრილი. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გაავრცელა. უცნობია, რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ვაქცინაციისთვის დღეის მდგომარეობით. 

სამედიცინო პერსონალის აცრა გასულ ორშაბათს, 15 მარტს დაიწყო და მას შემდეგ ვაქცინაციის დინამიკა ასეთია:

15 მარტი – 668 (რეგისტრირებული იყო 4202 სამედიცინო მუშაკი)

16 მარტი – 1447 (რეგისტრირებული იყო 4633)

17 მარტი – 2307 (რეგისტრირებული იყო 5175)

18 მარტი – NCDC-ის მონაცემები არ გამოუქვეყნებია

19 მარტი – 3642 (რეგისტრირებული იყო 5185)

20 მარტი – 3674 (რეგისტრირებული იყო 5250)

21 მარტი – 3818 (რეგისტრირებული იყო 5246)

13 მარტს საქართველოში შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა და ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა დაიწყო. მესამე დღეს, 18 მარტს, სავარაუდოდ ვაქცინაციის სერიოზული გართულების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – 27 წლის ახალციხელი ექთანი რეანიმაციაში მოხვდა და გარდაიცვალა.

დღეს ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყევტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორ ეტაპად კეთდება. მეორე აცრა 8-დან 12 კვირის ფარგლებში უნდა მოხდეს, რისთვისაც აპრილში ქვეყანაში კიდევ 86 000 დოზა შემოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]