weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოკუპაციის პირისპირ დათა ვანიშვილის სიმტკიცე შთაგონების წყაროდ დარჩება – აშშ-ის საელჩო

18:10 ორშაბათი, 22 მარტი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპირებულ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკრძალეს.

„პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვანიშვილის სახლის წინ მავთულხლართები 2013 წელს გაავლეს. სახლი საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილი ხურვალეთში მოხუც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვალებამდე მას ანდერძად დაუბარა, იქაურობა რუსებს არ დაუტოვოს.

წლების განმავლობაში დათა ვანიშვილის მოსანახულებლად და ოკუპაციის შედეგების გასაცნობად საქართველოში ვიზიტით მყოფი სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩადიოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]