weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

იქ არ ვუშვებთ ადამიანებს, რადგან პანიკის დათესვას ცდილობენ – კალაძე ვაშლიჯვრის მეწყერზე

12:16 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვითარებას აკონტროლებენ ვაშლიჯვრის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაჭავარიანის ქუჩასთან არსებულ ფერდზე, სადაც მეწყერული პროცესია განვითარებული. კალაძე მედიას და ექსპერტებს მოუწოდებს, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. 

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს, მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე ისეთი თემა იქნება, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც მოსახლეობას სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებს.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მედიასაშუალებას, ექსპერტებს... ძალიან ბევრი ადამიანი ადის, ნახულობს... ჩვენ იქ მაქსიმალურად გავაძლიერეთ უსაფრთხოება და ვცდილობთ, რომ არ შევუშვათ ადამიანები, რადგან იქიდან ჩამოსულები ძალიან ბევრ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და აქვთ მცდელობა, პანიკა დათესონ საზოგადოებაში“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ თავის მოადგილეს დაავალა, მერიის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელშიც ქართველ ექსპერტებთან ერთად გერმანელი სპეციალისტებიც მუშაობენ, სხვა დაინტერესებული პირებიც ჩართოს.

„მე ვიცი, რომ კიდევ არიან დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ზოგადად მეწყრულ ადგილებს სწავლობენ დედაქალაქში. შესაბამისად, მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოთ ამ სამუშაო ჯგუფში. ისინი ცუდს არაფერს გააკეთებენ, პირიქით, უფრო საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან, ერთობლივი ძალებით რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ პრობლემა.

ამ ეტაპზე, მიმდინაროებს კვლევა - პროექტირება, სამუშაო ჯგუფი მუშაობს მოწვეულ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად. მათ დადებითად შეაფასეს უსაფრთხოების ზომების მხრივ გადადგმული ნაბიჯები, რომ მოძრაობა ჩაიკეტა და სამუშაოები შეჩერებულია. ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ეს არის, რომ უნდა დამონტაჟდეს მონიტორინგის სისტემები, რაც მოგვცემს საშუალებას, არ გამოგვრჩეს იქ მიმდინარე ცვლილებები. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად, განხორციელდეს გამაგრების და სადრენაჟო სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევების პირველადი მონაცემები კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი და მისაღები ზომებიც დაკონკრეტდება.

 

ამ თემაზე:

მეწყრული სხეული დღეში 5 სანტიმეტრით გადაადგილდება – თეა გოდოლაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]