weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეუფე სტეფანეს სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი ისევ დაუპირისპირდა

23:08 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021

მარტვილში, ბალდის მამათა მონასტერში ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი ისევ დაუპირისპირდა. მეუფე სტეფანეს ცრუ და არაკაცი უწოდეს.

მიტროპოლიტი მონასტერში წირვის ჩასატარებლად ჩავიდა, თუმცა ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა. წირვას არ დაესწრო არც მონასტრის წინამძღვარი მამა ათინოგენე. დაპირისპირება წირვის დასრულების შემდეგ მოხდა. მონასტერში მივიდნენ პოლიციელებიც.

მამა ათინოგენეს თქმით, მან მიტროპოლიტს მოსთხოვა დაემტკიცებინა ბრალდება იმის შესახებ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს (ცაავა) შვილი ჰყავს.

„ეპისკოპოსი როცა სიტყვას ამბობს, მისი სიტყვა უნდა დარჩეს ბოლომდე ისეთი, როგორიც არის. ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე ვცხოვრობ, რასაც ვამბობ, ის ბოლომდე ისე რჩება, რაც ჩემი პირიდან გამოდის. მე მოვთხოვე, რომ მან დაამტკიცოს ის, რაც თქვა. შემდეგ, ასე მითხრა - მტყუანსო?“, – განაცხადა მამა ათინოგენემ.

მეუფე პეტრეს მხარდამჭერების განცხადებით, მეუფე სტეფანემ მათ „ნაციონალები“, „ნაშიერები“ და „სექტანტები“ უწოდა. ამის გამო, მორწმუნეები მიტროპოლიტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

მეუფე პეტრემ მიტროპოლიტ სტეფანეს შეპყრობილი უწოდა, ცილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მზად არის, დნმ-ის ანალიზი ჩაიტაროს.

„მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. დაუყოვნებლივ მოვითხოვ საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა. მეუფე სტეფანეს მოუწევს თვითონვე დაისაჯოს იმ ცრუ ბრალდებით, რა ბრალდებითაც მე დამადანაშაულა. მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივესკენ მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ „რუსთავი 2“-თან.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება 8 მარტსაც მოხდა. მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მისული პეტრე ცაავას მომხრეები აპროტესტებენ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერების შესახებ. მათ კარებს არ უღებდნენ და რეზიდენციაში მიმდინარე დახურულ შეხვედრაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დაპირისპირების დროს, მეორე სართულის ხის მოაჯირი მოწყდა და იქ მყოფი ადამიანები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნენ. დაშავებულებს შორის ჟურნალისტებიც იყვნენ.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად თებერვალში დაინიშნა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მან შეითავსა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]