„არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს გააჩნია თავისი კალენდარი, რომელის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა. პირადად ჩემი სტრატეგია არის შემდეგი: რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი რა სიტუაციაა და ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ადგილზე გავეცნობი იმისთვის, რომ შემდეგ საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელოთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის. ხვალ ჩემი ვიზიტი და დაგეგმილი გურიასა და აჭარაში. საბჭოს სხვა წევრებსაც მოსახლეობასთან ქტიური კომუნიკაცია ექნებათ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა, 13 მარტს კი ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა მიიღო. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ დაახლოებით 4000 ადამიანია აცრილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სამედიცინო პერსონალთან ერთად, დღეიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ აცრა. მათ საშუალება აქვთ არჩევანი ამ ორ ვაქცინას შორის გააკეთონ.
მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა და აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეუძლიათ ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge/