weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება – ჯანდაცვის მინისტრი

11:49 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს არ აქვს განსაკუთრებული შიში, რომ საქართველოში შემოსული ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება. ასე უპასუხა ტიკარაძემ შეკითხვას იგეგმება თუ არა ვაქცინაციის გაფართოვება.

„არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს გააჩნია თავისი კალენდარი, რომელის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. საბჭო ყოველი კვირის რეჟიმში იკრიბება და ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა. პირადად ჩემი სტრატეგია არის შემდეგი: რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი რა სიტუაციაა და ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ადგილზე გავეცნობი იმისთვის, რომ შემდეგ საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელოთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის. ხვალ ჩემი ვიზიტი და დაგეგმილი გურიასა და აჭარაში. საბჭოს სხვა წევრებსაც მოსახლეობასთან ქტიური კომუნიკაცია ექნებათ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა, 13 მარტს კი ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა მიიღო. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ დაახლოებით 4000 ადამიანია აცრილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამედიცინო პერსონალთან ერთად, დღეიდან 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ აცრა. მათ საშუალება აქვთ არჩევანი ამ ორ ვაქცინას შორის გააკეთონ.

მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა და აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეუძლიათ ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge/

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]