„სოფელ ლაჯანასთან, საავტომობილო გზაზე ჩამოტანილია დიდი მოცულობის მეწყრული მასა. გზა დაზიანებულია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, – აცხადებენ მერიაში.
ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა სოფლების - ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე. გზა დაზიანდა და ღუში მცხოვრები 10 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფელ ღუმდე ალტერნატიული საავტომობილო გზის გაყვანა ლაჯანას მხრიდან იგეგმებოდა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ მასშტაბური მეწყრული პროცესების პროვოცირება ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია.