weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

​ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანი და თურქეთი ვერტმფრენებს გამოაგზავნიან

07:46 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. ხანძრის ჩასაქრობად ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს. საგანგებო შტაბის განცხადებით, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩაერთვება აზერბაიჯანული და თურქული მხარეც, რომლებიც დამატებით ვერტმფრენებს გამოაგზავნიან.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მძიმე ტექნიკა ხანძრის კერებთან მიახლოების მიზნით გზის გაყვანის სამუშაოებს ახორციელებდა. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ადგილზე 270 მაშველი იმყოფება.

20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია 5 ჰექტარ ფართობზე მეტი ტერიტორია. ხანძრის უმოკლეს ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, 21 აგვისტოს საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. შტაბმა გვიან ღამით ბორჯომში სხდომა გამართა, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ამ დროისათვის ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს.

სოფელ დაბასთან 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორია იწვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]