„მასობრივი ვაქცინაციის დროს და ზოგადად, ვაქცინაციის დროს, არ არსებობს, რომ ანტისხეულებზე გატესტო ადამიანი. დღეს ქვეყანაში ოფიციალურად გვყავს დარეგისტრირებული 279 000 კოვიდ-დადებითი ადამიანი, მაგრამ უსიმპტომოდ გადატანილი აქვს ალბათ კიდევ ერთ ამდენს. ამ ადამიანებს არავითარი საფრთხე აცრის არ აქვთ. ადამიანს თუ უსიმპტომოდ აქვს გადატანილი კოვიდი და მას ექნება ანტისხეულები, ეს არ წარმოადგენს აცრის სწინააღმდეგო ჩვენებას. აცრის წინააღმდეგ ჩვენება არის მხოლოდ მწვანე კოვიდი, როდესაც აქვს ტემპერატურა და მწავავე სიმპტომები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 399 ადამიანს დაუდასტურდა, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების შემდეგ კი ოფიციალურად 279 027 დადებითი შემთხვევაა რეგისტრირებული. ინფიცირებულთაგან 271 278 უკვე გამოჯანმრთელდა, 3732 კი – გარდაიცვალა.