weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ანტისხეულების არსებობა აცრის საწინააღმდეგო ჩვენება არ არის – გამყრელიძე

13:38 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტისხეულების არსებობა კორონავირუსზე აცრის საწინააღმდეგო ჩვენებას არ წარმოადგენს.

„მასობრივი ვაქცინაციის დროს და ზოგადად, ვაქცინაციის დროს, არ არსებობს, რომ ანტისხეულებზე გატესტო ადამიანი. დღეს ქვეყანაში ოფიციალურად გვყავს დარეგისტრირებული 279 000 კოვიდ-დადებითი ადამიანი, მაგრამ უსიმპტომოდ გადატანილი აქვს ალბათ კიდევ ერთ ამდენს. ამ ადამიანებს არავითარი საფრთხე აცრის არ აქვთ. ადამიანს თუ უსიმპტომოდ აქვს გადატანილი კოვიდი და მას ექნება ანტისხეულები, ეს არ წარმოადგენს აცრის სწინააღმდეგო ჩვენებას. აცრის წინააღმდეგ ჩვენება არის მხოლოდ მწვანე კოვიდი, როდესაც აქვს ტემპერატურა და მწავავე სიმპტომები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 399 ადამიანს დაუდასტურდა, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების შემდეგ კი ოფიციალურად 279 027  დადებითი შემთხვევაა რეგისტრირებული.  ინფიცირებულთაგან 271 278 უკვე გამოჯანმრთელდა, 3732 კი – გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]