„ერთი კითხვა დაემატა „ფაიზრის“„ჩეკ ლისტს“. არის იქ 12 თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან.
„ფაიზერს“ კითხვარში და CDC-ის გაიდლაინში ბოლოს დაემატა კიდევ ერთი კითხვა - „ფაიზერს“ ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს, „ფილერებს“ რასაც ეძახიან, როდესაც შეჰყავთ ჰიალურონი და სხვადასხვა ნივთიერებები. ეს დაემატა ჩვენთანაც კითხვარს, იმიტომ, რომ ვისაც „ფილერები“ აქვს ხშირად ნახმარი, „ფაიზერის“ იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც მერე საჭიროებს მკურნალობას. ამიტომ, ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ თემაზე:
ანტისხეულების არსებობა აცრის საწინააღმდეგო ჩვენება არ არის – გამყრელიძე