weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭყონდიდის ეპარქიამ ბალდის მონასტერში მომხდარი დაპირისპირების ვიდეო გამოაქვეყნა

14:39 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

ჭყონდიდის ეპარქიამ ბალდის მამათა მონასტერში გუშინ მომხდარი ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ეპარქიის ახლად დანიშნულ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მეუფე პეტრეს (ცაავა) მომხრე სასულიერო პირები და მრევლის წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

წირვის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მიტროპოლიტ სტეფანეს ჰკითხეს, რა დააშავა და რატომ არის დასჯილი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე.

„იმიტომ, რომ მეუფე პეტრემ შეურაცხყოფა მიაყენა სინოდის წევრებს და პატრიარქს. სინოდის არცერთ სხდომაზე მეუფე პეტრეს კონკრეტული დასაბუთება არცერთი ბრალდებისა არ მოუტანია. ამას ვამბობ ღვთის წინაშე. მე არასდროს ვიტყუები“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მეუფე სტეფანემ თქვა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს შვილი ჰყავს.

„ჩაოხრებული გაქვთ ყველაფერი. შვილები გყავთ მეუფეებს, ნახევარზე მეტს, გაკეთებული“, – მიმართა მიტროპოლიტ სტეფანეს მრევლის ერთ-ერთმა წევრმა, რაზეც მეუფე სტეფანემ უპასუხა: „შენ მეუფეს ჰკითხე, რომელსაც იცავ, იმ ხევში ვისთან ერთად ჰქონდა შვილი და კიევში ვინ ჰყავს“.

ამ სიტყვებს ოთახში მყოფი სასულიერო პირების და მრევლის წევრების აღშფოთება მოჰყვა. მათ მეუფე სტეფანეს მოსთხოვეს, ეს სიტყვები დაემტკიცებინა.

„სახელი და გვარი მითხარი, გამოვიძიოთ. ამას დაამტკიცებ, ამას გადაყვები შენ“, – თქვა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.


ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად თებერვალში დაინიშნა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მან შეითავსა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობაც.

წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიას პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, თუმცა, სასულიერო ხარისხიდან არ განკვეთა.

ადგილობრივი სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია. ისინი ითხოვენ, რომ მან ჭყონდიდი ეპარქია დატოვოს, საპატრიარქომ პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდება გამოიძიოს და მიტროპოლიტად კვლავ ის დააბრუნოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]