ავარია გუშინ, საღამოს მოხდა. ერთი ავტომობილი მეორეს ასწრებდა, რა დროსაც მძღოლმა მანქანა მოსახვევში შეიყვანა.
დაშავებულები ადგილობრივები არიან. ისინი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, პაციენტებს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ. მათგან სამმა გუშინვე დატოვა საავადმყოფო, ორი კი დღეს გაეწერება.
2020 წელს ქვეყანაში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, 6640 კი დაშავდა.