weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია, რაც განგაშისთვის პირველი ნიშანია – გამყრელიძე

14:19 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

„არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმ ეპიდსიტუაციას, რაც გვქონდა სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული შევიდეთ მესამე ტალღაში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ბოლო ორ დღეში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა 600-ს გასცდა, რაც თებერვლის შემდეგ არ ყოფილა, ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 4000-ს აჭარბებს. გარდა ამისა, აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლსა და ქვემო სვანეთში კლასტერული შემთხვევების ტენდენცია ფიქსირდება.

„სამწუხაროდ, ბოლო ორი კვირაა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა. მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ რეკომენდაციების დაცვისკენ. კარგია, რომ ბოლო ორი დღეა სერიოზულად ინტენსივდება აცრების რაოდენობა ქვეყანაში - გუშინწინ იყო 700-ზე მეტი, ხოლო გუშინ 1000-ზე მეტი აცრა, მაგრამ ვიდრე ეს კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში, ინფექციის გავრცელებისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება არის პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრების თავიდან არიდება.

გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია, რომელიც პირველი ნიშანია, რომ განგაშის ზარს უნდა შემოვკრათ გონგი. გვაქვს კლასტერული მცირე ეპიდაფეთქბები „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

ჭიათურის რაიონში, იხვთისის მაღაროებთან დაკავშირებული სოფლების ჯგუფში გვაქვს ახალი შემთხვევები, „აჭარა ტექსტილში“, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს გვაქვს 88 შემთხვევა. დღეს ამ ჯგუფურ შემთხვევებს ევლება, ხდება სწრაფად იზოლირება, გადაყვანა კონტაქტირებულების თვითიზოლაციაში, მაგრამ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა.

ისევ მოვეშვით, განსაკუთრებით რაიონებში იმართება დიდი თავყრილობები - ქორწილები, ჭირის სუფრები... ეს არის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი ინფექციის გავრცელების“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 31 947 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინდელი მონაცემები 30 751 კვლევა და 673 ახალი შემთხვევა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]