weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს – შსს

23:37 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი და მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს.

რაც შეეხება მოსკოვიდან თბილისში პოზნერთან ერთად ჩამოსულ სხვა ადამიანებს, შსს-ს განცხადებით, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარტესტის ცნობა.

ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა. მედიის ინფორმაციით, პოზნერს ჩამოყვნენ რუსული მედიისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელები, სულ 50-მდე ადამიანი. პოზნერის ქვეყანაში შემოშვებას აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. მათი განცხადებით, ხელისუფლებას კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა, მით უმეტეს, 31 მარტს - დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს.

ბოლო რამდენიმე საათია აქცია მიმდინარეობს სასტუმრო „ვინოტელთან“, რომლის რესტორანში პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ პოზნერმა ქვეყანა დატოვოს და სამართალდამცავმა ორგანოებმა რეაგირება მოხდინონ ე.წ. კომენდატის საათის დარღვევისა და რესტორანში შეკრების ფაქტებზე.

 

ამ თემაზე:

რესტორანში, სადაც პოზნერი მეგობრებთან ერთად ვახშმობდა, შუქი ჩააქრეს

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში ჩამოვიდა – აქტივისტები აქციას მართავენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]