weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქციის შემდეგ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს

10:11 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა, რომელიც საქართველოში 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად იყო ჩამოსული, საპროტესტო აქციის შემდეგ ქვეყანა დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი დილით გაფრინდა. პოზნერთან ერთად გაემგზავრენენ მისი სტუმრებიც.

ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა. 41 ადამიანი აეროპორტიდან ჯერ სასტუმრო „სტამბაში“ მივიდა, რის შემდეგაც, ე.წ. კომენდანტის საათის მიუხედავად, სასტუმრო „ვინოტელის“ რესტორანში გადაინაცვლა.

რესტორანთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლებას კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა. ისინი ითხოვდნენ, რომ პოზნერს ქვეყანა დაეტოვებინა. აქტივისტებმა რესტორანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. ამის შემდეგ შრომის ინსპექციამ ობიექტის მფლობელი 10 000 ლარით დააჯარიმა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა რესტორანი პოლიციის დახმარებით დატოვეს და ისევ სასტუმროში გადაინაცვლეს. აქცია იქაც გაგრძელდა.

შინაგამ საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პოზნერი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი და მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს. რაც შეეხება მასთან ერთად ჩამოსულ სხვა ადამიანებს, შსს-ს განცხადებით, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარტესტის ცნობა.

შსს-ს ცნობით, ვლადიმერ პოზნერის სტუმრებიდან 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000 ლარით დაჯარიმდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კიდევ 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]