weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა

11:38 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დანიშნა. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, გოჩა ლორთქიფანიძეს, რომელიც მინისტრის თანამდებობას ბოლო სამი თვე იკავდებდა, გუშინ ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა და ამიერიდან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ განაგრძობს მუშაობას.

რატი ბრეგაძე 2019 წლიდან ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

„2012 წლიდან დღემდე, რატი ბრეგაძეს სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განთლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ბოლოს უკვე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი ასევე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხდომის დაწყებამდე.

რატი ბრეგაძე პროფესიით იურისტია. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2006-2007 წლებში, ის სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტიზე და მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი, 2008-2011 წლებში ამავე უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო. რატი ბრეგაძე 2019 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]