weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

10:15 შაბათი, 19 დეკემბერი 2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

გოჩა ლორთქიფანიძე 2012 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავდებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიის წევრად დასახელდა და გადადგა, ლორთქიფანიძე მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

გოჩა ლორთქიფანიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის (1985-1991 წწ) სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. არის ესექსის უნივერსიტეტის (1994-1995წწ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და ჰარვარდის სამართლის სკოლის (2003-2004 წწ.) საერთაშორისო სამართლებრივი მეცნიერებების მაგისტრი. 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში, იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაერო-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიქტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. 1999-2003 წლებში მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად.

2005 წელს გოჩა ლორთქიფანიძე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. 2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში კი – ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. 2018 წლიდან არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დაზარალებულთა ფონდში დირექტორთა საბჭოს წევრი აღმოსავლეთ ევროპიდან.

2020 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად დაამტკიცა. საქართველომ მოსამართლეობის კანდიდატი აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]